კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოტე ბარამიძე (1914-1978)
მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1962).
1954-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგედ, 1973 წლიდან ამ ინსტიტუტის პრორექტორი. მისი შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს, არის 16 გამოგონების ავტორი, მ. შ. ერთი (საშახტო ამწეებისა და საბაგირო გზების ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments