კოტე დაუშვილი (დ. 19 მარტი [ძვ. სტ. 6 მარტი] 1909, ბაქო — გ. 5 ივლისი 1980) –
თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1958 წ.). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1979 წ.). სცენაზე გამოდიოდა 1927 წლიდან.
1928-1931 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ქართულ თეატრში (თბილისი). 1931-1934 წლებში იყო მარჯანიშვილის სახალხო თეატრის, 1934-1935 წლებში — ბაქოს ქართული თეატრის, 1935-1938 წლებში თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1942-1958 წლებში კვლავ მარჯანიშვილის სახალხო თეატრშია.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

