კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოტე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) –
კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი.
არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის – დიდება – ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება. შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ალექსანდრე ბერიძე (1917-1996) –  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1984), გენერალ–მაიორი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments