კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოტე მადიჩი (დ. 6 ნოემბერი, 1922, თბილისი, — 2003) –
ონკოლოგი. საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–52 წლებში ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–56 წლებშ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–62 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–74 წლებში დოცენტი; 1974–1990 წლებში კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ეკა თარგამაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments