კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოხტა ყარალაშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1947, (დაიღუპა ავტოავარიაში კახეთში)) – კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა. მართალია, დამწყებ მსახიობს არ ჰქონდა გავლილი სამსახიობო სკოლა, მაგრამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით დასძლია ესოდენ რთული ამოცანა და მის მიერ შესრულებული როლები გულთბილად მიიღო მაყურებელმა და კრიტიკამ. კოხტა ყარალაშვილმა ჭეშმარიტ შემოქმედებით გამარჯვებას „ელისოში“ მიაღწია, სადაც განასახიერა ვაჟიას როლი. აქ უკვე სრულიად გამოვლინდა მსახიობის ინდივიდუალობა., თავისთავადობა, დახვეწილი ოსტატობა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. მსახიობის ღირსებას და მის პოპულარობას მოწმობს ის ფაქტი, რომ ცნობილმა სომეხმა რეჟისორმა ა. ბეკ-ნაზაროვმა ერევანში მიიწვია, რათა შეესრულებინა ერთ-ერთი წამყვანი როლი კინოფილმში „ზამალუ“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted