ლადო აღნიაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) –
გამოჩენილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი
დაამთვრა თელავის სასულიერო სემინარია 1877 წელს, 1881 წელს – გორის სამასწავლებლო სემინარია. 1881 წელს დაინიშნა ქართული და რუსული ენების პირველ მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. 1883-1893წწ. მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი, “ქართული ქორო”, რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. 1887 დაარსდა “ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა”, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, 1894 გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად., შემდეგ კი ჟურნალ “მოამბეში” დაბეჭდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი “სპარსეთი და იქაური ქართველები”.
დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

