ვლადიმერ ალფენიძე (ლადო ბახტრიონელი) (1937-2002) – მწერალი, ჟურნალისტი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის გალის რაიონის პირველ მდივნად, გაზეთ “მებრძოლი გუშაგისა” და “ბოევოი სტრაჟის” რედაქტორად, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ. 1986–1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. პირველი პოეტური ნაწარმოები “საახალწლო ზღაპარი” გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი–ლექსების კრებული “მთები და სიჭაბუკე” 1963 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

