კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლადო ავალიანი (დ. 15 მაისი, 1913, ზესტაფონი — გ. 1998)
მწერალი.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პირველი მოთხრობა (“დადაშ ხვიბლან”) გამოაქვეყნა 1935 წელს, ნოველათა პირველი კრებული “ლაჰილ პირველი” – 1940 წელს. 1947-1967 წლებში გამოიცა მისი ნოველების ხუთი კრებული. მწერლის თხზულებათა თემატიკა ეხება ძველი და ახალი სვანეთის ყოფას (“მუხის ჭია”, “ლაჰილ პირველი”, “დალის დალალები”), სამამულო ომის დღეებს (“დედის იმედი”, “სიდუ”), ქართული მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას (“ყარიბი მგოსანი”, “სულოაგას ქუდი”) და სხვა. ავალიანის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია “ახალი ჰორიზონტი” (1952-1969), პირველი ქართული რომანი, რომელშიც ასახულია მაღაროელთა ცხოვრება.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments