ვლადიმერ (ლადო) ცოფურაშვილი (დ. 29 მაისი, 1947 — გ. 2 აგვისტო, 2021)
პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1971 წლიდან იყო გზების საპროექტო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თანამშრომელი, გაერთიანება „საქგეოლოგის“ სხვადასხვა გეოლოგიური ექსპედიციების მუშაკი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ ცოფურაშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

