ვლადიმერ (ლადო) კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) –
მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943).
7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა სპორტმა და სიმღერამ. მას ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი. მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა მოსკოვის ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში. ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე. 1921 წლიდან მშობლიურ საოპერო თეატრშია, ვოკალური კარიერის დასარულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე. 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

