ლადო მალაზონია (დ. 24 იანვარი, 1900, ოზურგეთი — 1985, ოზურგეთი) –
მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ცნობილია გურიისა და ოზურგეთის პეიზაჟებით. მეტწილად მუშაობდა აკვარელის საღებავითა და გუაშით. მისი პეიზაჟები ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობისაა. მალაზონიას ნახატები დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების ფონდსა და ოზურგეთის მუზეუმში.
დაკრძალულია ექადიის ჯვართამაღლების ტაძრის ეზო, ქ. ოზურგეთი.
საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ქალბატონმა ნათია თოხაძემ.
