კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არსენ მამულაიშვილი (დ. 23 იანვარი, 1866, დვაბზუ, — გ. 17 სექტემბერი, 1918, თბილისი) —

პედაგოგი და მწერალი, მესამე დასის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

1898 წელს დანიშნული იქნა ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად, ხოლო იქიდან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ქალაქ ნახიჩევანში. არსენი ყოველ ზაფხულს არდადეგების დროს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში. გურიაში ყოფნისას იგი სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ყველაფერი ეს, შემდეგ ასახა მან თავის ნაწარმოებებში. ლალიონმა ვერ აიტანა ნახიჩევანის ჰავა და დაავადდა იქ. ამიტომ 1897 წელს გადავიდა თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად. 1903 წელს დააარსა კერძო სასწავლებელი, რომელიც 1906 წელს დახურეს. 1905 წლის აგვისტოში აირჩიეს ოზურგეთის სამაზრო ერობის წევრად. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვერის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. 1918 წელს მცირე ხნით იყო საქართველოს ეროვუნლი საბჭოს წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

გარდაიცვალა 1918 წლის 17 სექტემბერს.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments