ლავრენტი არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 13 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი], 1870) — მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართული მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, „ამიერკავკასიის პრიკაზში“, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის „ჰამლეტის“ პროზაული თარგმანით („ცისკარი, 1858“) და მალე „ცისკრის“ წამყვანი თანამშრომელი გახდა. დაკრძალულია თბილისში, ვერის ძველ სასაფლაოზე.

