კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლავრენტი გაბაშვილი (XVII-XVIII სს. მიჯნა)
დიპლომატი და საეკლესიო მოღვაწე, არჩილ მეფის თანამოღვაწე.
1687 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 წელს ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად) დაინიშნა. მისი ძალისხმევით დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველების სულიერ ცენტრად. მან მონასტერში საფუძველი ჩაუყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლების საქმეს. საეკლესიო მოღვაწე.
დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments