კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეჟო ლასარეიშვილი (1927-2004) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1953წწ. იყო გაგრის, ჩაქვისა და ხეთის მეურნეობების, 1957–1958წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის სამმართველოს მთავარი აგრონომი; 1958–1961წწ. 1961–2004წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის კაკლოვანი და მშრალი სუბტროპიკული კულტურების განყოფილების უფროსი. მან შეისწავლა მარწყვის, კაკლის, თხილისა და ბროწეულის კულტურათა ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაამუშავა კოლხეთის დამშრალ მიწებზე თხილის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკის საკითხები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments