კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეო ჩიქავა (1928-2015) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1955–1969წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 1974–1983წწ. პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1969–1974წწ. უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1983–1990წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის დიტექტორის მოადგილე; 1990–2006წწ. დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; 1999 წლიდან სახელმწიფო სამსახურის მართვის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მედეა ჩიქავამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments