კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეო ესაკია (დ. 27 თებერვალი 1890, ქუთაისი — გ. 27 ივნისი 1969, თბილისი) –
მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966).
1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში სახკინმრეწვი. 1929 წლიდან რეჟისორია. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“. 1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გულიკა ესაკია – ლოგიკოსი.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments