კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი) –
მწერალი.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია  მრავალ უცხო ენაზე.
დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments