ლეო ხოჯელანი (1934-2009) – მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს. 1968 წლიდან მონაწილეობას იღებდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ქმნიდა პორტრეტებს, ნატურმორტებს, ჟანრულ სურათებს, თემატურ კომპოზიციებს. მისი შემოქმედების მთავარი წყარო სვანეთი იყო. მუშაობდა ჭედურობით ხელოვნებაშიც. დიდია მისი დამსახურება სვანეთის შესანიშნავი ბუნების პოტენციალის წარმოჩენაში. მისი უშუალო მონდომებით მესტიაში დაარსდა სამხატვრო სკოლა. მესტიის რაიონის, სოფელ ლაღამში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმი. დაკრძალულია მესტიაში, ფერისცვალების ეკლესიის ეზოში. დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ჯაფარიძესა და ბატონ მუხრან გვარლიანს.

