კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეონარდ მძინარიშვილი (1938-2022) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერაბათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ასპირანტური – 1964 წელს. 1964-1986წწ. – თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-2007წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N3 კათედრის გამგე; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა მძინარიშვილმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments