კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლეონიდე კალანდაძე (1898-1968) –
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1932-1968წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1945-1950წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში. საქართველოში სამედიცინო ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოში კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების შემსწავლელ ექსპედიციებს; გამოიკვლია ჭაობებისა და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა; დაამუშავა ქართული ენტომოლოგიური ტერმინოლოგია.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments