ლეონიდ მელიქაძე (1912-1990) – ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1934 წელს. 1934-1935წწ. თბილისის მსუბუქი მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტი, ინჟინერ ტექნოლოგი; 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვებ პროდუქტთა ლაბორატორია, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1935-1936წწ. მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, ინჟნერ-ტექნოლოგი; 1936-1942წწ. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1942-1947წწ. ფიზიკური და ორგანული ქიიიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947-1977წწ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1947-1990წწ. ამავე ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

