ლეონიდე ოკლეი (1923-1991) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაიბადა თბილისში. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1945 წელს. 1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის პროფესორი; 1969-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

