ლექსო თორაძე (1952-2022) – მუსიკოსი. დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; გარდაიცვალა 2022 წლის 11 მაისს, 69 წლის ასაკში. 31 მაისს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია: დავით თორაძე(1922-1983) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი; ლიანა ასათიანი (1926-2014) – მსახიობი.


