კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ლესელიძე (დ. 2 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1903, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი, 1944, მოსკოვი) –
მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი.
1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად. დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას. 1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით. 1944 წლის 14 თებერვლიდან ლესელიძე იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს.
გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments