კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან ცუცქირიძე (დ. 12 იანვარი, 1926, ხაშური, — გ. 17 ნოემბერი, 2021) –
ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974).
1946 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს (ფერწერის და გრაფიკის კლასები). 1960 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. 1960-1963 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, ფერწერის კათედრაზე. 1967-1975 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტად. 1975-2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (პროფესორის წოდება მიენიჭა 1990 წელს). 1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“.
დაკრძალულია თბილისში, მახათას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments