კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან გელაძე (1932-1963) – პოეტი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1951-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში. 1959 წელს მიიღეს საკავშირო მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრად. 1963 წლის 10 თებერვალს, ნორჩი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალი, ციხისძირში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. დაკრძალულია ბათუმის მახლობლად, კახაბრის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ ადაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments