კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან გოკიელი (დ. 3 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი], 1901, ქუთაისი — გ. 3 იანვარი, 1975, თბილისი)
მათემატიკოსი და ლოგიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).
1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1935-1948 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1948-1953 წწ. კი – ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. გოკიელი იყო საქართველოს მათემატიკის საზოგადოების პრეზიდენტი (1967-1970), აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი. მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს.
ლევან გოკიელმა შეიმუშავა ე.წ. „ძირეული დასკვნების“ თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments