ლევან გურიელი (1824-1888) – გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855). დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

