ლევან II დადიანი (1597-1657) – ოდიშის მთავარი 1611–1657 წლებში. მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის. საგარეო საქმეში ლევანი აწარმოებდა ისეთ მოხერხებულ პოლიტიკას, რომ მას ოსმალეთ–ირანისაგან საფრთხე არ მოელოდა. ლევან დადიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მან კვალი დაამჩნია არა მარტო დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ შუა საუკუნეების საქართველოს კულტურასაც. მან დააარსა საოქრომჭედლო სახელოსნო, საიდანაც ქართული ჭედურობის მრავალი საინტერესო ნიმუში გამოვიდა. მანვე შეაკეთა და შეამკო ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი. ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპული გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს. რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში. მის დროს ოდიშის სამთავროში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ქართველი ოსტატები მუშაობდნენ. ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ამჟამად პოემის უძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქალაშვილსვე გადააწერინა მან „უთრუთიანსაამიანი“. ლევანის მეცენატობით არაერთი სხვა კულტურული ღონისძიება გატარდა. დაკრძალულია წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში. მასთან ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი. საფლავი რესტავრირდა 2024 წლის სექტემბერში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ. საფლავის ფოტოები აღებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ფეისბუკის გვერდიდან.


