ლევან მელიქიშვილი (1817-1892) – თავადი. დაიბადა 1817 წელს. ლევანმა სამხედრო კარიერა აირჩია და დიდ თანამდებობასაც მიაღწია. ელისაბედ ელიზბარის ასულ ერისთავის მოგონებებში მინიშნებულია, რომ ლევან მელიქიშვილი, მიუხედავად დიდი თავადიშვილობისა, ღარიბი იყო. მისი ოცნება მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიღწევა იყო, რასაც წლების შემდეგ მიაღწია კიდეც. დაკრძალულია თბილისში, მამადავითის ეკლესიაში.

