კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო — გ. 17 თებერვალი, 2024) – თავისუფალი სტილის მოჭიდავე. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში . ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1987 წელს გამოვიდა ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. გარდაიცვალა 2024 წლის 17 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია საგარეჯოში. მასთან ერთად დაკრძალულია ვახტანგ თედიაშვილი (1973-1993) – ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted