ლევან ვარდოსანიძე (1925-1996) – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ექსპლუატაციის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში: 1980-1985წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი; უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, ტრანსპორტის ქვეკომისიის თავმჯდომარე; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

