კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან ჭუბაბრია (1916-1985) –
დრამატურგი, მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში მთავარ მხატვრად, გაფორმებული აქვს “მეფე ერეკლე”,  “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. 1946 წელს მისი პიესა “ჩვენი ფრთები” პრემირებულ იქნა და დაიდგა რუსთაველის თეატრში. ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა დრამატურგიაში, ოპერეტის ჟანრში. არის ბევრი სასიმღერო ლექსის ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე რუსუდან დოდაშვილი(1921-1979) – დრამატურგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, პედაგოგი.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა, ბატონმა ლევანმა.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments