ლიდა სტვილია (1938-2016)
საბავშვო პოეტი
დაამთავრა სოფელ ლეციცხვაიეს საშუალო სკოლა. მისი პირველი ლექსი – “ძირს რა დახრის” დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში “სოციალისტური სოფელი”, ხოლო პირველი კრებული – “დილა ვენახში” გამოიცა 1959 წელს სოხუმში. ლირიკული ლექსების 10 კრებულისა და საბავშვო ლექსების 6 კრებულის ავტორია.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

