ლილი იოსელიანი (დ. 25 მარტი, 1922, თბილისი — გ. 14 მაისი, 2014) –
რეჟისორი. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.
1945 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (პროფესორ გიორგი ტოვსტონოგოვის კლასი). 1946-1949 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო 1949-1957, 1960-1962 და 1965-1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1957-1960, 1962-1963, 1966-1969 წლები იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963-1965 წლებში კი თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1969-1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი.
1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლილი იოსელიანი 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მწერალი ჯაბა იოსელიანი (1926-2003).

