ლორიკ მარშანია (დ. 24 ნოემბერი, 1932, ოჩამჩირე — გ. 13 აგვისტო, 2010, თბილისი) –
აფხაზი, ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი;
საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაკრძალულია თბილისში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ადა მარშანიამ.

