კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლუარსაბ ბოცვაძე (დ. 4 იანვარი/16 იანვარი, 1866, სოფელი ნოღა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ივნისი, 1919, თბილისი) – პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაადგა მასწავლებლობის გზას. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო წყალტუბოს სკოლაში, სადაც 3 წელი დაჰყო, რის შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს. 1908 წელს დააარსა ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი „განათლება“, რომელსაც რედაქტორობდა 1908-1918 წლებში. 1890-იდან გარდაცვალებამდე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თვალსაჩინო წევრი. ბოცვაძეს ეკუთვნის 350-მდე პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები სახალხო სკოლებისათვის. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნინო ბოცვაძე (1883-1971) – დამსახურებული მასწავლებელი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments