ლუარსაბ კარბელაშვილი (1896-1973)
გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1923 წელს და იმავე წელს მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.
მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი სტატისტიკის, დემოგრაფიის, ეკონომიკური გეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისადმია მიძღვნილი. შეადგინა “აღრიცხვისა და სტატისტიკის ტერმინოლოგია (1958). აგრეთვე პირველი სახელმძღვანელო საშუალო და უმაღლეს სკოლებისათვის საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შექმნა საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

