მაცაცო ლოსაბერიძე (დ. 22 აგვისტო, 1958 — გ. 22 თებერვალი , 2013) —
მწერალი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სიცოცხხლის ბოლომდე მუშაობდა 23-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. მაცაცო ლოსაბერიძე იყო იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრი. იგი არის მრავალი პრემიებისა და ორდენის კავალერი. 2001 წელს, აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
გარდაიცვალა 2013 წლის 22 თებერვალს. დაკრძალულია ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მწვანეყვავილას პანთეონში.