კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მალხაზ ბეზარაშვილი (1962-1991) – მწერალი და პოეტი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1984 წლიდან 19 წლის ასაკში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში,რისთვისაც გარიცხეს კომკავშირიდან,დაითხოვეს ინსტიტუტის ანსამბლიდანაც კი. მიუხედავად დევნისა და შევიწროვებისა, იგი წერდა პოლიტიკურ წერილებს, ლექსებს,მოთხრობებს, მონაწილეობას ღებულობდა გამოსვლებში…ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმა გახდა მიზეზი მისი სიკვდილისა. 1991 წლის 28 თებერვალს,თბილისში,სახლში დაბრუნებულს ეზოს შესასვლელში მიგზავნილმა მკვლელებმა სახეში ესროლეს და სიცოცხლეს გამოასალმეს 28 წლის ახალგაზრდა. მისი სიკვდილის შემდგომ გამოიცა წიგნები: რომანი “ყინულის ეტლი”, ” ცისკრის დედანი”, კრებულები: “მგლური წყურვილი”, ” სულის ძახილი”, ასევე :”ხვალ გარიჟრაჟზე დუელი მელის”, “თქვენით დაბრუნებული ბავშვობა”. დაკრძალულია გურჯაანში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ბესო გვაზავამ.
                  
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments