კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მალხაზ დვალიშვილი (დ. 13 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1995 ) – ექიმი, პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1990 წლებში ეწეოდა სამედიცინო საქმიამობას, მუშაობდა ქ. ქუთაისის N1 საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი ქუთაისის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი (1990-1991). დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ალეკო ახვლედიანმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments