მამია გოგოლიშვილი (1914-2006) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს. 1938-1954წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1953-1989წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1989-1994წწ. ბოტანიკური ბაღის დირექციის მრჩეველი; 1962-1994წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1994-2004წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრობიოლოგიის ფაკულტეტის სუბტროპიკული და მრავალწლოვანი კულტურების კათედრის გამგე; ავტორია რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომისა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

