კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მამია ვარშანიძე (დ. 15 დეკემბერი, 1916, ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი — გ. 29 მარტი, 1998, ბათუმი)
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
დაიბადა 1916 წლის 15 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხში. 7 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მისი აღზრდა ბიძებმა ითავეს. სკოლის ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მამია მწვანე კონცხზე მდებარე ტექნიკუმში ჩაირიცხა. 1954 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსი „დილა“ 1933 წელს დაიბეჭდა. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად აქვეყნებს ლექსებს საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, 1935 წელს მამია ვარშანიძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ხდება, ხოლო სამამულო ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩრდილო-კავკასიის ფრონტზე იბრძვის. ომის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1946 წელს გამოდის მისი პირველი პოეტური კრებული „მებრძოლის სიმღერები“, ამას მოჰყვა პოემა: „ხიხანის არწივები“.
გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ურეხში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments