მამუკა ჯინჭარაძე (1967-2005)
ბიზნესმენი.
1989 წელს პირველი კოოპერატივი გახსნა, 90-იანი წლების დასაწყისში გაიცნო მეწარმე ალექსანდრ პეტერმანი, რომელიც მოგვიანებით მისი ბიზნესპარტნიორი გახდა. 90-იანი წლების ბოლოს ჯინჭარაძემ და პეტერმანმა დააფუძნეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მსხვილი კორპორაცია “სლავტეკი”. 2005 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჯინჭარაძეს განზრახული ჰქონდა ქართული ღვინის, კერძოდ, “ხვანჭკარის” 800000 ბოთლის რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ გატანა.
2004 წლის მარტში, ჯინჭარაძემ იქირავა შვეულმფრენი, რომლითაც ის გუდაურში გაემგზავრა. დაშვებისას ავარია შეემთხვა და შვეულმფრენი დაზიანდა. როცა ბიზნესმენმა გაიგო, რომ შვეულმფრენი შსს-ს ეკუთვნოდა, ძალიან გაუკვირდა, თუმცა განაცხადა, რომ მზად იყო, შვეულმფრენში 2 მილიონი ლარი გადაეხადა.
მისი შემოწირულობით დამზადდა სამების საკათედრო ტაძრის 7-მეტრიანი მოოქრული ჯვარი. პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში მან შეიძინა მიწის ნაკვეთი სახლითურთ ქართული მისიისთვის.
მოკლეს მოსკოვში. დაკრძალულია ქობულეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მირზა სუქნიშვილმა.

