კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მამუკა კიკალეიშვილი (დ. 10 აგვისტო 1960 — გ. 3 მაისი 2000) –
მსახიობი.
1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრში. 1984 წლიდან ქართული ფილმის კინოფილმებში მონაწილეობდა. 1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის. 1994 წელს შედგა დებიუტი რეჟისორის სახით, ლევონ უზუნიანთან ერთად დადგმული დაცემული ანგელოზით.
უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით. აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს, მამუკასთან, შექმნას (იდეა ჯერ კიდევ ვლად ლისტიევის პერიოდში დაიბადა), გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა. 2000 წლის 26 აპრილს დაკარგა გონება ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზის გამოყენებით.
გარდაიცვალა 3 მაისს, მოსკოვში. დასაფლავებულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
         
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments