მანანა ლოლაძე (დ. 1955/1956 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი)
9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს. თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.
2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.
საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.


