მარიამ გარიყული (ნამდვილი სახელი მარიამ თათეიშვილი-რატიანისა) (დ. 20 მარტი, 1883, პატარა გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 თებერვალი, 1960, თბილისი) — მწერალი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1905 წელს, როცა დაიბეჭდა მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“. მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნა 1928 წელს. დაიმკვიდრა რეალისტი, დემოკრატი მწერლის სახელი, აიმაღლა ხმა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. მ. გარიყული ავტორია აგრეთვე მრავალი შესანიშნავი საბავშვო მოთხრობისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებული „მამაცი ცქვიტა“ (1961). სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალმა დაწერა მოგონებათა წიგნი „განვლილი გზა“, სადაც მოთხრობილია შემოქმედის საინტერესო ცხოვრებაზე, გაცოცხლებულია ჩვენი უახლესი წარსული და გამოჩენილი მოღვაწეები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

