კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მარიამ უგრელიძე (1885-1960)
პირველი პროფესორი ქალი პედიატრიაში.
გახლდათ საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პროფესორ ს. გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ბავშვთა სნეულებების მკურნალობისა და კვლევის ურთულეს საქმეს და ათეულობით წლის განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა ამ დარგის განვითარებას. 1929 წელს მარიამ უგრელიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად გახლდათ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას მისი სახელი ეწოდა.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments