კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მარიკა (მარიამ) ბარათაშვილი (დ. 7 აპრილი, 1908, ქ. ჭიათურა, — გ. 30 დეკემბერი, 2008)-
პოეტი, დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1945 წელს დაამთავრა თსუ-ს დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965-1991 წლებში ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორია. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული – 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ “ჭრიჭინა” (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი ჭრიჭინა. აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: “ლექსები” (1948), “საპოვნელა” (1958), “დღე დღევანდელი” (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები “ნანული” (1941), “სოფელა, თინა და ჭიანჭველები” (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები “ჩემი ყვავილეთი”, “სართულები”, “მაღალი ოცნება”, “რატომ?”, “სიყვარულის წისქვილი”, “ჩქარი მატარებელი” და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments